პროფილი
ფირმა, გუნდი, სერვისები, პრინციპები.
ვექტორ ლიგალი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ და საადვოკატო მომსახურებას როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომლებიც ეფექტიანად უმკლავდებიან რთულ სამართლებრივ გამოწვევებს. ვექტორ ლიგალი აერთიანებს როგორც შტატის ადვოკატებს, ასევე გარე სპეციალისტებისა და ექსპერტების ვრცელ ქსელს. ეს საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კონკრეტული საქმის საჭიროებებზე მორგებული გუნდი, რომელშიც ინტეგრირებულია სექტორული ცოდნა და გამოცდილება.
ვექტორ ლიგალი დაიცავს თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს მოლაპარაკებების მაგიდა, ადმინისტრაციული წარმოება, გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, სასამართლოში წარმომადგენლობა თუ სხვა სამართლებრივი და კვაზი-სამართლებრივი პროცესი.
ჩვენ ვქმნით და აღვასრულებთ შედეგზე და არა ბიუროკრატიულ პროცედურებზე ორიენტირებულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმას. ვიცავთ თქვენ ინტერსებს ეროვნული დონიდან საერთაშორისო სასამართლოებამდე.
საქმიანობის პრინციპები
ამოცანაზე ორიენტირებული მომსახურება
რეალისტური ამოცანის განსაზღვრა. დასახული ამოცანის მისაღწევად საჭირო ეფექტიანი სტრატეგიისა და საქმოქმედო გეგმის შემუშავება, მათ შორის, ასიმეტრიული და მულტიდისციპლინური მეთოდოლოგიის გამოყენება.
ხარისხის უზრუნველყოფა
მომსახურების მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფა ადამიანური და ტექნოლოგიური კონტროლის სისტემებით.
კლიენტთან კომუნიკაცია
კლიენტის სრული, გასაგები და დროული ინფორმირება საქმეზე მიღწეული პროგრესის, განხორციელებული და დაგეგმილი მოქმედებების შესახებ.
გამჭვირვალობა
კლიენტს წინასწარ აქვს ინფორმაცია მომსახურების სრული ღირებულების ან მოსალოდნელი ხარჯების გამოთვლის წესების შესახებ.
ინოვაციურობა
მოწინავე ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირება საქმიანობაში მომსახურების ხარისხის გასაზრდელად და ლოჯისტიკური ხარჯების შესამცირებლად.
ოპერაციული უსაფრთხოება
ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალობა და მისი დაცვის ციფრული და ფიზიკური წესები ინტეგრირებულია ჩვენ საქმიანობაში - საოპერაციო დონეზე.
სოციალური პასუხისმგებლობა
საქართველოს თავდაცვის ძალები სარგებლობენ უფასო ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით საჯარო და სისხლის სამართლის საქმეებზე. ღირებული საზოგადოებრივი ამოცანისთვის ყველას აქვს შესაძლებლობა მოითხოვს ჩვენი pro bono ან შეღავათიანი მომსახურება.



